ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Ryanair მთლიანად ონლაინ და აპლიკაციით დარეგისტრირებაზე გადადის

Ryanair მთლიანად ონლაინ და აპლიკაციით დარეგისტრირებაზე გადადის

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair 2025 წლის მაისიდან ქაღალდის ბილეთებსა და აეროპორტებში სარეგისტრაციო ადგილებზე უარს ამბობს.
ინფორმაციას The Irish News ავრცელებს.
კერძოდ, Ryanair-ის აღმასრულებელი დირექტორი, მაიკლ ო'ლირი ავიაკომპანიის მგზავრებს დაჟინებით ურჩევს, აეროპორტში მისვლამდე რეისებზე მხოლოდ ონლაინ ან აპლიკაციის საშუალებით დარეგისტრირდნენ, ხოლო თუ ისინი ამას არ გააკეთებენ, რეისზე ჩასხდომისას დამატებით 55 ფუნტის (დაახლოებით, 65 ევროს) გადახდა მოუწევთ.
“ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ 1-ლი მაისიდან ყველაფერი აპლიკაციით შესრულდეს და ქაღალდზე აღარაფერი გაკეთდეს,“ - აცხადებს ო'ლირი.
Ryanair-ის მმართველის მონაცემებით, ამჟამად აპლიკაციას მგზავრების 60% იყენებს და ეს მაჩვენებელი, ო'ლირის პროგნოზით, წლის ბოლოსთვის 80%-მდე გაიზრდება, ხოლო მაისიდან მგზავრებს სხვა ალტერნატივა აღარ ექნებათ.
bpn.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.