ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

RSF სპეცრაზმის მიერ "ტაბულას", "პუბლიკას" და "აპრილის" ჟურნალისტებზე ძალადობას გმობს

ორგანიზაცია "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" (RSF)17 აპრილის რამეს თბილისში სპეცრაზმის მიერ "ტაბულას", "პუბლიკას" და "აპრილის" ჟურნალისტების ცემის ფაქტზე პოსტს სოციალურ ქსელ X-ში აქვეყნებს.
"RSF გმობს პოლიციელების მიერ გაუმართლებელ ძალადობას ჟურნალისტების ალექსანდრე ქეშელაშვილის (პუბლიკა), გიორგი ბადრიძის (ტაბულა) და გიორგი ბასხაჯაურის (აპრილი) წინააღმდეგ, რომლებიც აშუქებდნენ მანიფესტაციას თბილისში" - წერია განცხადებაში.
სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მოქალაქეების დარბევა და დაკავება მოულოდნელად, დაახლოებით 00:30 საათისთვის დაიწყეს. აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა ტერიტორიაზე იყვნენ შეკრებილები.
16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია ჯერ 12:00 საათზე პარლამენტის უკან, შემდეგ კი 19:00 საათზე პარლამენტის წინ დაიწყო. მოქალაქეები პლენარული სხდომის პარლალელურად კანონპროექტს აპროტესტებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაახლოებით 23:00 საათისთვის გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, აქციაზე დააკავეს 11 ადამიანი და ასევე, გამოიყენეს ე.წ. წიწაკის სპრეი.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.