პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

RSF-ის მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

RSF-ის მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს მაჩვენებელი გაუარესდა

ორგანიზაციამ რეპორტიორები საზღვრების გარეშე (RSF) მედიის თავისუფლების ინდექსი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს მაჩვენებელი გაუარესებულია.
წინა წელთან შედარებით, ქვეყანა 11 პოზიციით ჩამოქვეითდა და 114-ე ადგილს იკავებს.
ანგარიშში ნათქვამია ქართული ოცნების მიერ გატარებულ რეპრესიებსა და დამოუკიდებელი, ოპოზიციური მედიების შეზღუდვის პოლიტიკაზე.
"გარემო რჩება მტრული დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის, ჟურნალისტებზე სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმების მზარდი რაოდენობით. "უცხო გავლენისა" და "ოჯახური ღირებულებების" შესახებ კანონების მიღება ჟურნალისტების მარგინალიზებს ახდენს, უწესებს მათ ცენზურას და ამცირებს სიტყვის თავისუფლების სივრცეს".
ანგარიშში წერია, რომ ოცნებამ არ შეასრულა ევროკავშირის რეკომენდაციები, რომლებიც გაწევრიანების პროცესის დაწყებისთვის აუცილებელი პირობაა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.