ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

RS: ხანძრით დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ

RS: ხანძრით დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ

ფოტო – ტაბულა
შემოსავლების სამსახურის განცხადებით, ე.წ ვაგზლის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული საქონელი ჩამოეწერებათ, შესაბამისად, გაუუქმდებათ მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებები.
როგორც RS განმარტავს, განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.
“ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, 2025 წლის 30 აპრილს ქ. თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე 10 სამუშაო დღის ვადაში ჩამოაწეროს ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები”. – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
30 აპრილს, დილის საათებში ე.წ. ვაგზლის ბაზრობის მიმდებარედ გაჩენილი ხანძრის შედეგად, დაახლოებით 15 000 კვადრატული მეტრის ფართობი დაიწვა. მოვაჭრეებმა ათეულობით ათასი ლარის ზარალი მიიღეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.