ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Royal Caribbean–მა კვარტალური წმინდა მოგება გააორმაგა

Royal Caribbean–მა კვარტალური წმინდა მოგება გააორმაგა

ამერიკულმა საკრუიზო ოპერატორმა Royal Caribbean Cruises-მა გააორმაგა წმინდა მოგება 2024 წლის მეოთხე კვარტალში, კორექტირებული შემოსავალი პროგნოზზე უკეთესი იყო, ხოლო შემოსავალი მას დაემთხვა.
ოქტომბერ-დეკემბერში კომპანიის წმინდა შემოსავალმა შეადგინა $553 მილიონი, ანუ 1,06 აშშ დოლარი ერთ აქციაზე (წინა წელს $278 მილიონი ანუ 1,06 აშშ დოლარი აქციაზე).
დაზუსტებული მოგება ერთ აქციაზე, 1,25 დოლარიდან 1,63 დოლარამდე გაიზარდა.
FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები, საშუალოდ, 1,50 აშშ დოლარის დაზუსტებულ მოგებას ელოდნენ აქციაზე. ამასთან, ამ მაჩვენებელმა მოლოდინს გადააჭარბა ზედიზედ მეთერთმეტე კვარტალში, აღნიშნავს MarketWatch.
Royal Caribbean-ის შემოსავალი საანგარიშო პერიოდში 12,9%-ით გაიზარდა და $3,76 მილიარდი შეადგინა. ბილეთების გაყიდვიდან შემოსავალი გაიზარდა 13,7%-ით (2,6 მილიარდ დოლარამდე), ხოლო ბორტზე საქონლისა და მომსახურების გაყიდვიდან 11,1%-ით (1,2 მილიარდ დოლარამდე).
კომპანია ელოდება, რომ კორექტირებული მოგება 2025 წლისთვის იქნება $14,35-დან $14,65-მდე თითო აქციაზე. ექსპერტების პროგნოზია $14.45.
Royal Caribbean-ის საბაზრო კაპიტალიზაცია ბოლო სამი თვის განმავლობაში გაიზარდა 12,7%-ით (63,7 მილიარდ დოლარამდე), ხოლო S&P 500 საფონდო ინდექსმა 3,1%-ით მოიმატა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.