Ridetech Georgia LLC (Yandex ტაქსი) საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

Ridetech Georgia LLC (Yandex ტაქსი) საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, - შესაბამის განცხადებას კომპანია ავრცელებს.
„ჩვენ საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით ვმუშაობთ. ჩვენი სერვისების მომხმარებლების უფლებები წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ვეყრდნობით. მონაცემების შესანახად ვიყენებთ ევროკავშირში მდებარე სანდო სერვერებს - იმ იურისდიქციაში, რომელიც, საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიხედვით, Yandex Go-ს მომხმარებლის მონაცემების ადეკვატურ დაცვას უზრუნველყოფს. საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში არ შესულა, ჩვენ არ ვეთანხმებით და გავასაჩივრებთ ამ გადაწყვეტილებას. Yandex Go-ს სერვისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს
აღნიშნული განცხადებით, Ridetech Georgia LLC ეხმაურება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, შპს Ridetech Georgia LLC-ის მიერ, აპლიკაციის საშუალებით, საქართველოს ტერიტორიიდან რეგისტრირებული მომხმარებლების/მონაცემთა სუბიექტების (მგზავრების/მძღოლების) პერსონალური მონაცემების საერთაშორისო გადაცემისას (დამუშავებისას) დარღვეულ იქნა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები”, - “, - აცხადებენ Ridetech Georgia LLC-ში.
(R)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.