ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

RFE/RL: რას განიხილავს EU საქართველოში ვითარების საპასუხოდ

ევროკომისიამ შეიმუშავა დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ნაბიჯებზე, რაც ევროკავშირმა შეიძლება გადადგას, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება.
დოკუმენტი რადიო თავისუფლებამ მოიპოვა. მასში საუბარია პერსონალურ სანქციებზე, ფინანსური დახმარების შეწყვეტასა და უკიდურეს შემტხევვაში უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერებაზე.
დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს.
დოკუმენტი მოიცავს, როგორც მოკლევადიან ზომებს, ასევე ნაბიჯებს, რაც შეიძლება გადაიდაგს, თუ მომავალში საქართველოში არსებული ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.
მოკლევადიანი ზომები ითვალისწინებს:
· ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება (პირველ ყოვლისა, ნაგულისხმევია შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და მინისტრებთან)
· ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა
· ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას (არ შეეხება რეგიონულ დახმარებას)
· ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30-მილიონევროიანი დახმარების გაყინვას
დოკუმენტში საუბარია უფრო მძიმე ზომებზეც, რაც შესაძლოა სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში იქნას მიღებული. "მძიმე ზომების" სახით მოყვანილია "მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობა" და მეორე მხრივ, "მნიშვნელოვანი დარღვევები საარჩევნო პროცესში".

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.