ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - 2024 წლის დასაწყისიდან ირანმა რუსეთს დაახლოებით 400 ბალისტიკური რაკეტა გადასცა

2024 წლის დასაწყისიდან ირანმა რუსეთს დაახლოებით 400 ბალისტიკური რაკეტა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters ექვს ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის სამი ირანული წყაროს ინფორმაციით, ირანმა რუსეთს დაახლოებით 400 ბალისტიკური რაკეტა მიაწოდა, რომელთაგან უმრავლესობა ირანულ ახლო რადიუსის “ფატეჰ-110” ბალისტიკურ რაკეტებს განეკუთვნება.
ზოგიერთი მათგანის რადიუსი 300-დან 700 კილომეტრამდე შეადგენს.
ერთი წყაროს ცნობით, რაკეტების რუსეთში გაგზავნა იანვარში დაიწყო იმ შეთანხმებების ფარგლებში, რომლებიც 2023 წლის ბოლოს გაფორმდა თეირანსა და მოსკოვში სამხედროებისა და სპეცსამსახურების შეხვედრების დონეზე. მიწოდებების ნაწილი თვითმფრინავებით ხდებოდა, ნაწილი - გემებით, კასპის ზღვრით.
“კიდევ იქნება მიწოდებები. ამის დამალვის მიზეზები არ არსებობს. იარაღის ექსპორტირების უფლება გვაქვს ნებისმიერ ქვეყანაში, რომელშიც მოვისურვებთ,” - განაცხადა ერთ-ერთმა ირანელმა წყარომ.
Reuters-ის ორმა ამერიკულმა და უკრაინულმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ რუსი სამხედროების მიერ ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ფაქტები ჯერ არ დაუფიქსირებიათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.