არქივი4 ოქტომბერი 2025, 00:56
Reuters - "ჰამასი" მზად არის, დონალდ ტრამპის გეგმის შესაბამისად, ყველა ისრაელელი მძევალი გაათავისუფლოს

"ჰამასი" მზად არის, დონალდ ტრამპის გეგმის შესაბამისად ყველა ისრაელელი მძევალი გაათავისუფლოს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters -ი ავრცელებს.
მათი ცნობით, "ჰამასი" პარასკევს, 3 ოქტომბერს, დათანხმდა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ღაზის გეგმის შესაბამისად ყველა ცოცხალი და გარდაცვლილი ისრაელელი მძევალი ისრაელს გადასცეს.
"ტერორისტულმა ორგანიზაციამ ასევე მზაობა გამოთქვა დაუყოვნებლივ ჩაერთოს შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებში დეტალების განსახილველად", - წერს გამოცემა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.