ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - „ჰამასი“ ისრაელს სამეტაპიან ზავს სთავაზობს, რომლის მიზანს ომის დასრულება წარმოადგენს

„ჰამასი“ ისრაელს სამეტაპიან ზავს სთავაზობს, რომლის მიზანს ომის დასრულება წარმოადგენს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, „ჰამასმა“ ცეცხლის შეწყვეტის გეგმა წარადგინა, რომელიც ღაზაში საბრძოლო მოქმედებების 135 დღით შეწყვეტას ისახავს მიზნად.
„ჰამასის“ წინადადება სამ ფაზას მოიცავს, თითოეული კი 45 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„ჰამასის“ ცეცხლის შეწყვეტის გეგმა, ღაზაში დაკავებული მძევლებისა და პალესტინელი პატიმრების გაცვლას, ღაზის სექტორის აღდგენის დაწყებასა და ისრაელის ჯარების ღაზიდან გასვლას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.