Reuters – ჯოზეფ ბორელი ევროკავშირს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთავაზობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ბლოკს სთავაზობს, შეაჩეროს პოლიტიკური დიალოგი ისრაელთან, რის მიზეზადაც ღაზაში მიმდინარე ომში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევას ასახელებს,- ინფორმაციას Reuters-ი ოთხ დიპლომატსა და სააგენტოს მიერ ნანახ წერილის შინაარსზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილში ბორელი წერს, რომ სერიოზული შეშფოთება არსებობს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევის შესახებ და რომ ეს შეშფოთება, ჯერჯერობით, ისრაელის მიერ საკმარისად არ არის განხილული.
„ზემოხსენებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, წარვადგენ წინადადებას, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს ადამიანის უფლებათა პუნქტი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების მიზნით“, – წერს ბორელი.
Reuters-ი განმარტავს, რომ შეჩერებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობა დასჭირდება, რაც სააგენტოს წყაროების თქმით, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს