Reuters – ჩრდილოეთ კორეას სურს აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებები განაახლოს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს

ჩრდილოეთ კორეას სურს აშშ-თან ბირთვული მოლაპარაკებები განაახლოს და ურთიერთობა დაასტაბილუროს იმ შემთხვევაში, თუ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, – ამის შესახებ ჩრდილოეთ კორეელმა დიპლომატმა Reuters-ს განუცხადა.
რი ილ გიუმ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში ფხენიანსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების ალბათობა მაღალია და მას იმედი აქვს, რომ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიმართ დაწესებულ სანქციებს გააუქმებს, რაც ქვეყნის ეკონომიკურ იზოლაციას დაასრულებს.
ცნობისთვის, 2019 წელს აშშ-ის პრეზიდენტად ყოფნის დროს დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეაში ჩავიდა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინს შეხვდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!