Reuters – ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა

სამხრეთ კორეის სამხედრო ძალების ცნობით, ჩრდილოეთ კორეამ, სამხრეთ კორეაში აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის ლიდერების შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე, აღმოსავლეთ ზღვის მიმართულები რამდენიმე მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების განცხადებაში აღნიშნულია, რომ რაკეტები, როგორც ჩანს ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანთან ახლომდებარე ტერიტორიიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით გაუშვეს.
სამხრეთ კორეის სამხედრო ძალებში აცადებენ, რომ რაკეტებმა, დაახლოებით, 350 კმ მანძილზე იფრინეს.
იაპონიის ახალმა პრემიერ-მინისტრმა სანაე ტაკაიჩიმ განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტის გაშვებას იაპონიის უსაფრთხოებაზე გავლენა არ მოუხდენია და რომ ტოკიო რეალურ დროში ინფორმაციას -ს უზიარებს.
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები ბოლოს 8 მაისს გაუშვა.
აღსანიშნავია, რომ მომავალ კვირას სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ფორუმის სამიტი გაიმართება, რომელსაც -ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც დაესწრება. სამიტის ფარგლებში ტრამპი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, ლი ჯე მიუნგსა და ჩინეთის პრეზიდენტს, სი ძინპინს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან