ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ჩინეთში ოთხ ამერიკელ მასწავლებელს დანით თავს დაესხნენ

ჩინეთში ოთხ ამერიკელ მასწავლებელს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, აიოვას შტატის კორნელის კოლეჯის ოთხ მასწავლებელს ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, ქალაქ ჯილინის ერთ-ერთი პარკში თავს დანით დაესხნენ.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარი იზოლირებული ინციდენტი იყო.
„პოლიციამ დაადგინა, რომ შემთხვევა იზოლირებულია. მიმდინარეობს შემდგომი გამოძიება. ინციდენტი ჩინეთ-აშშ-ის ხალხთა შორის ურთიერთობის ნორმალურ განვითარებაზე არ იმოქმედებს“, - განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ლინ ჯიანმა

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.