ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ჩინეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს ქრთამის აღებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

Reuters - ჩინეთის სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრს ქრთამის აღებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ჩინეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის საქმეთა ყოფილ მინისტრს, ტანგ რენჯიანს ჯილინის პროვინციის სასამართლომ ქრთამის აღებისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, - ინფორმაციას Reuters-ი ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, ტანგმა ქრთამი, მათ შორის ნაღდი ფული და ქონება, რომლის ღირებულება 268 მილიონ იუანს (37,6 მილიონ აშშ დოლარს) აჭარბებდა, სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის დროს აიღო.
ჩანჩუნის შუალედურმა სახალხო სასამართლომ მისი სიკვდილით დასჯა ორი წლით გადადო და აღნიშნა, რომ მან ჩადენილი დანაშაულები აღიარა.
ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ ტანგი 2024 წლის ნოემბერში გარიცხა, ექვსი თვის შემდეგ, რაც ანტიკორუფციულმა ორგანომ მასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და თანამდებობიდან გაათავისუფლა. ტანგი 2017-2020 წლებში, სოფლის მეურნეობისა და სოფლის მეურნეობის საქმეთა მინისტრად დანიშვნამდე, დასავლეთ პროვინცია განსუს გუბერნატორი იყო.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.