ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - შესაძლოა, მარკო რუბიომ მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს

Reuters - შესაძლოა, მარკო რუბიომ მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს

შესაძლოა, მარკო რუბიომ მომავალ კვირას დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღოს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების სახელით სახელმწიფო მდივნის მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ დაესწრება.
ჯერჯერობით უცნობია, თუ რატომ არ მიიღებს შეხვედრაში მონაწილეობას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო.
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3 დეკემბერს გაიმართება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.