ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კვიპროსიდან ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა

ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კვიპროსიდან ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება განახლდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კვიპროსელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ გადაცემული ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთულმა მცირე ზომის გემმა ლარნაკის პორტი პარასკევს საღამოს დატოვა და ღაზის სექტორის მიმართულებით გაემართა.
შეგახსენებთ, არასამთავრობო ორგანიზაციამ World Central Kitchen-მა ღაზაში მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში ისრაელის თავდასხმის შედეგად, მისი 7 თანამშრომელი დაიღუპა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.