არქივი12 თებერვალი 2025, 12:40
Reuters: ტრამპმა USAID-ის გენერალური ინსპექტორი პოლ მარტინი სამსახურიდან დაითხოვა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გენერალური ინსპექტორი პოლ მარტინი სამსახურიდან დაითხოვა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, მარტინი თანამდებობიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც მისმა სამმართველომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმიანობაზე კრიტიკული ანგარიში გამოაქვეყნა.
დოკუმენტში იმ ნეგატიურ შედეგებზე იყო საუბარი, რაც შესაძლოა ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მოჰყვეს.
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით USAID-ი ნამდვილად კორუმპირებული და არაკომპეტენტურია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.