ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - სტივ უიტკოფი თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს შეუერთდება

Reuters - სტივ უიტკოფი თურქეთში ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს შეუერთდება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, სტივ უიტკოფი ხვალ თურქეთს ეწვევა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან დაგეგმილ მოლაპარაკებებს შეუერთდება, - ინფორმაციას Reuters-ი თურქულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მანამდე, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხვალ თურქეთში ჩასვლას გეგმავს, რათა უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებები განაახლოს. მისი თქმით, კიევი ასევე მუშაობს ომის ტყვეების გაცვლის აღსადგენად.
„ხვალ შეხვედრებს თურქეთში გავმართავ. ჩვენ მოლაპარაკებების განახლებისთვის ვემზადებით და შევიმუშავეთ გადაწყვეტილებები, რომლებსაც ჩვენს პარტნიორებს შევთავაზებთ. უკრაინის მთავარი პრიორიტეტია, გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ ომის დასრულებას მივუახლოვდეთ. ჩვენ ასევე ვმუშაობთ ომის ტყვეების გაცვლის აღდგენასა და ჩვენი ტყვეების სამშობლოში დაბრუნებაზე“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.