Reuters – სირიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მოჰამედ ალ-ბაშირი გახდა

სირიის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მოჰამედ ალ-ბაშირი გახდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სირიის დროებითი მთავრობის შემადგენლობაში მოჰამედ ალ-ბაშირი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას 2025 წლის 1-ელ მარტამდე შეასრულებს.
სირიელი მეამბოხეების მიერ დამასკოს აღებამდე მოჰამედ ალ-ბაშირი „სირიის ხსნის მთავრობას“ ხელმძღვანელობდა.
შეგახსენებთ, გუშინ, სირიელი მეამბოხეების ლიდერი აჰმედ ალ-შარაა სირიის ყოფილ პრემიერ-მინისტრს მოჰამედ ღაზი ალ-ჯალალის შეხვდა და მასთან ძალაუფლების გადაცემის საკითხი განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო