Reuters - სირიის პრეზიდენტ, აჰმედ ალ-შარაას ვაშინგტონში ვიზიტით ელიან

სირიის პრეზიდენტ, აჰმედ ალ-შარაას ვაშინგტონში ვიზიტით ელიან.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters სირიაში აშშ-ის სპეცწარმომადგენელზე, ტომ ბარაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
კერძოდ, ბარაკმა განაცხადა, რომ სირიის პრეზიდენტი, აჰმედ ალ-შარაა, როგორც მოსალოდნელია, ვაშინგტონს ეწვევა.
ბარაკმა ბახრეინში ჟურნალისტებთან საუბარში ასევე იმედი გამოთქვა, რომ ვიზიტის დროს სირია ტერორისტულ “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლისთვის აშშ-ის კოალიციას შეუერთდება.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ალ-შარაას მაისში შეხვდა. მაისშივე ტრამპმა განაცხადა, რომ სირიის წინააღმდეგ ყველა სანქციის გაუქმებას გეგმავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.