არქივი29 იანვარი, 2025, 16:09
Reuters - სირიის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა

სირიის დე ფაქტო ლიდერმა რუსეთს ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, სირიის დე ფაქტო ლიდერმა, აჰმედ ალ-შარაამ სირიაში ვიზიტით მყოფ რუსეთის წარმომადგენლებს ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის გადაცემა მოსთხოვა.
ასევე, ალ-შარაას განცხადებით, რუსეთმა სირიაში ნდობა, „კონკრეტული ზომების, მათ შორის კომპენსაციისა და რეკონსტრუქციის საშუალებით“, უნდა აღადგინოს.
შეგახსენებთ, სირიელმა ამბოხებულებმა, აჰმედ ალ-შარაას მეთაურობით, 8 დეკემბერს დამასკო აიღეს. სირიის ყოფილი პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი კი რუსეთში გაიქცა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.