Reuters - რუსულმა ძალებმა კიევის ოლქს დრონებით დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა კიევის ოლქს დრონებით დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელზე, მიკოლა კალაშნიკზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კიევის ოლქზე მტრის მიერ დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილის ცხედარი ბუჩას რაიონში მდებარე კერძო სახლში, ხანძრის ლიკვიდაციისას აღმოაჩინეს“, - წერს მიკოლა კალაშნიკი „ტელეგრამის“ არხზე.
კალაშნიკის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაშავდა.
ასევე, რუსების იერიშის შედეგად, კიევის ოლქში 5 კერძო სახლი, 4 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და რამდენიმე ავტომობილი განადგურდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.