Reuters - რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში სირიის პრეზიდენტს შეხვდა

რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტამბოლში სირიის პრეზიდენტს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
თურქეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, თურქეთისა და სირიის პრეზიდენტებს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აჰმედ ალ-შარაას შორის შეხვედრა სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში გაიმართა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის პროცესის დაწყების შესახებ გამოაცხადა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა გენერალური ლიცენზია გამოსცა, რომელიც სირიის დროებით მთავრობას, ცენტრალურ ბანკსა და სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ კომპანიებს საერთაშორისო ტრანზაქციებში ჩართვის უფლებამოსილებას ანიჭებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.