ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters: პუტინს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა სურს

Reuters რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე იმ პირობით, რომელიც აღიარებს ბრძოლის ველზე ამჟამად არსებულ ვითარებას. გამოცემა წერს, რომ პუტინი ასევე მზადაა გააგრძელოს ომი, თუ კიევი და დასავლეთი არ უპასუხებენ.
“პუტინს შეუძლია იმდენ ხანს იბრძოლოს, რამდენ ხანსაც საჭიროა, მაგრამ პუტინი ასევე მზად არის ცეცხლის შეწყვეტისთვის – ომის გაყინვისთვის”, – ამბობს გამოცემასთან ერთ-ერთი წყარო, მაღალი თანამდებობის პირი.
Reuters-ი წერს, რომ ესაუბრა 5 ადამიანს, რომლებიც მუშაობენ ან მუშაობდნენ პუტინთან ერთად მაღალ დონეზე. გამოცემის ცნობით, მეხუთე წყაროს არ გაუკეთებია კომენტარი ამჟამინდელ ფრონტზე ომის გაყინვაზე.
პუტინის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა კომენტარის მოთხოვნაზე პასუხად თქვა, რომ პუტინმა არაერთხელ განაცხადა, რომ რუსეთი ღიაა დიალოგისთვის თავისი მიზნების მისაღწევად და რომ ქვეყანს არ სურს “მარადიული ომი”.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.