ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters: მრჩევლებმა ტრამპს წარუდგინეს სამი გეგმა, რომლებიც უკრაინის მხრიდან დათმობებს ითვალისწინებს

Reuters: მრჩევლებმა ტრამპს წარუდგინეს სამი გეგმა, რომლებიც უკრაინის მხრიდან დათმობებს ითვალისწინებს

დონალდ ტრამპის მრჩევლებმა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს რამდენიმე გეგმა შესთავაზეს უკრაინაში ომის დასასრულებლად, იუწყება Reuters-ი. ეს წინადადებები მომდინარეობს ტრამპის სამი მრჩევლისგან, მათ შორის გადამდგარი გენერლის, კიტ კელოგისგან.
ყველა ეს წინადადება შეიცავს უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს, ასევე ნატოში გაწევრიანებაზე უარს.
როგორც სააგენტო წერს ტრამპთან დაახლოებულ პირებთან საუბრებისა და გამოთქმული წინადადებების ანალიზის საფუძველზე, არჩეული პრეზიდენტის მრჩევლებს სურთ, მოსკოვი და კიევი აიძულონ, დაიწყონ მოლაპარაკებები „მათრახისა და თაფლაკვერის“ პრინციპით“, მათ შორისაა კიევისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტა, თუკი უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დათანხმდება მოლაპარაკებებს და დახმარების გაზრდა, თუკი არ დათანხმდება რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი.
შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საარჩევნო კამპანიის პერიოდში არაერთხელ დადო პირობა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში „24 საათში დაასრულებს“ რუსეთ-უკრაინის ომს.
როგორც Reuters-ი წერს ოთხ მრჩეველზე დაყრდნობით, რომლებმაც არ ისურვეს თავიანთი ვინაობის გასაჯაროება, ტრამპს ჯერ არ შეუქმნია ცენტრალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც სამშვიდობო გეგმის შექმნაზე იმუშავებს. მათი თქმით, ზოგი მრჩეველი ერთმანეთს უზიარებდა მოსაზრებებს საჯარო ფორუმებზე, ზოგ შემთხვევაში კი - ტრამპსაც. საბოლოოდ Reuters-ი ასკვნის, რომ სამშვიდობო შეთანხმების ბედი, როგორც ჩანს, დამოკიდებული იქნება პირად კონტაქტებზე ტრამპს, პუტინსა და ზელენსკის შორის.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.