ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 57 სამხედრო მოსამსახურე გადაურჩა

Reuters - კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 57 სამხედრო მოსამსახურე გადაურჩა

კოლუმბიაში მომხდარ ავიაკატასტროფას, სულ მცირე, 57 სამხედრო მოსამსახურე გადაურჩა, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა სამხედრო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ კოლუმბიის სამხრეთში ჩამოვარდნილი სამხედრო თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან 57 ადამიანი ცოცხლად გამოიყვანეს.

ცნობისთვის, კოლუმბიაში Hercules C-130-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომლის ბორტზეც 110 ჯარისკაცი იმყოფებოდა.

დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.