ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების 13 გემი დააკავა - დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გრეტა თუნბერგია

Reuters - ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების 13 გემი დააკავა - დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გრეტა თუნბერგია

ისრაელმა ღაზის სექტორისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების 13 გემი დააკავა, დაკავებულებს შორის ერთ-ერთი გრეტა თუნბერგია, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჰამას-სუმუდის ფლოტილიის რამდენიმე გემი უსაფრთხოდ იქნა გაჩერებული და მათზე მყოფი მგზავრები ისრაელის პორტში გადაჰყავთ. გრეტა და მისი მეგობრები უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან“, - განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
გამოცემის ცნობით, „გლობალური სუმუდის ფლოტილიის“ 30 გემი ღაზისკენ გადაადგილებას აგრძელებს.
ფლოტილიის შემადგენლობაში მედიკამენტებითა და საკვებით დატვირთული 40-ზე მეტი სამოქალაქო გემი შედის, რომელთა ბორტებზეც 500-მდე პარლამენტარი, ადვოკატი და აქტივისტი იმყოფება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.