Reuters – ინდოეთი აცხადებს, რომ ზედიზედ მეოთხე ღამეა პაკისტანიდან დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ „არაპროვოცირებულ“ სროლაზე რეაგირებას ახდენს

ინდოეთი აცხადებს, რომ ზედიზედ მეოთხე ღამეა პაკისტანიდან დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ „არაპროვოცირებულ“ სროლაზე რეაგირებას ახდენს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ინდოეთის არმიამ განაცხადა, რომ ქაშმირის ინდოეთისა და პაკისტანის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის დე ფაქტო საზღვრის გასწვრივ პაკისტანის არმიის რამდენიმე პუნქტიდან „არაპროვოცირებულ“ ცეცხლზე რეაგირება წუხელაც მოახდინეს.
ინდოეთის არმიას დამატებითი დეტალები არ გაუხმაურებია და არც მსხვერპლის შესახებ გაუვრცელებია ინფორმაცია.
შეგახსენებთ, ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ქაშმირის ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის პოლიციამ სამი ეჭვმიტანილის ვინაობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია და განაცხადა, რომ მათგან ორი პაკისტანის მოქალაქეა. თავდასხმის შემდეგ ინდოეთმა პაკისტანთან მთავარი სასაზღვრო გამშვები პუნქტი დახურა, დიპლომატები გააძევა და ინდის წყლების განაწილების შესახებ ხელშეკრულება შეაჩერა. ისლამაბადი მომხდართან რაიმე კავშირს უარყოფს და ნეიტრალური გამოძიების ჩატარებას ითხოვს.

ასევე დაგაინტერესებთ

ემანუელ მაკრონმა ნიუ-იორკში, ვილა ალბერტინში გამართულ ცერემონიაზე ამერიკული კინოს ორი ლეგენდა – რეჟისორი მარტინ სკორსეზე და მსახიობი რობერტ დე ნირო საპატიო ლეგიონის ორდენებით დააჯილდოვა (ვიდეო)

მაკა ბოჭორიშვილი: საქართველო მტკიცედ დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევ მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში