ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ - დაკავებულია 15 პირი

Reuters - თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ - დაკავებულია 15 პირი

თურქეთში, ნაციონალისტური ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები ამერიკელ ჯარისკაცებს თავს დაესხნენ , - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ადგილობრივ გუბერნატორის ოფისსა და თურქეთში აშშ-ის საელჩოზე დაყრდნობით ავრცელებს.
იზმირის გუბერნატორის განცხადებით, „თურქეთის ახალგაზრდული ასოციაციის“ წევრები კონაკის რაიონში სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ ორ ამერიკელ ჯარისკაცს „თავს ფიზიკურად დაესხნენ“. ინციდენტს კიდევ 5 ამერიკელი ჯარისკაცი შეესწრო, რომლებიც თავდამსხმელებს დაუპირისპირდნენ და საბოლოოდ, პოლიცია ჩაერია.
პოლიციამ 15-ვე თავდამსხმელი დააკავა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
მომხდარი თურქეთში აშშ-ის საელჩომ დაადასტურა და განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ახლა უსაფრთხოდ არიან.
„თურქეთის ახალგაზრდულმა ასოციაციამ“ შემთხვევის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
„ამერიკელი ჯარისკაცები, რომლებსაც ხელებზე ჩვენი ჯარისკაცებისა და ათასობით პალესტინელის სისხლი აქვთ, ჩვენს ქვეყანას ვერ დააბინძურებენ. ყოველ ჯერზე, როცა ამ მიწაზე ფეხს დაადგამთ, ისე დაგხვდებით, როგორც თქვენ იმსახურებთ“, - წერს ორგანიზაცია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.