Reuters – თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვევა

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინას ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი, რომელიც სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფება, მიმდინარე კვირაში უკრაინას ეწვევა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინელ ოფიციალურ პირებს შეხვდება და სტამბოლში 16 მაისს რუსეთის დელეგაციასთან გამართული მოლაპარაკებების შედეგებს განიხილავს.
ცნობისთვის, ჰაკან ფიდანი გუშინ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებისას რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელს, ვლადიმერ მედინსკის შეხვდა.
„პუტინმა და ფიდანმა უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულების მიზნით ბოლო დროს განხორციელებული ინიციატივები განიხილეს“, – განაცხადა თურქულმა წყარომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაკან ფიდანი დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე: სად არიან ის კომპანიები, რომლებსაც პარლამენტში დაატარებდნენ და ფასების უკანონო შეთანხმებაში სდებდნენ ბრალს? სად არიან ბობოლა ნავთობიმპორტიორები, რომლებიც წლების განმავლობაში გარიგებული მაღალი ფასებით ძარცვავენ ხალხს?…

მიხეილ სააკაშვილი – 26 მაისი ყველამ უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალკე ეპიზოდური აქცია, უნდა გადაიზარდოს თანმიმდევრულ საპროტესტო გაშლილ ფრონტში – საქართველოს გასათავისუფლებლად