Reuters: ზელენსკი და მოკავშირეები შიშობენ, რომ აშშ-ის მხარდაჭერა შეიძლება შემცირდეს

უკრაინის პრეზიდენტი და მისი ევროპელი მოკავშირეები შიშობენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა შეიძლება შეამციროს კიევის მხარდაჭერა და „ევროპულ ქვეყნებს გადააბაროს განადგურებული ქვეყნის მხარდაჭერის ფასის გადახდა“, მაშინ როდესაც რუსეთი გააგრძელებს ახალ ტერიტორიებზე კონტროლის მოპოვებას. ამის შესახებ Reuters-ი ავრცელებს ინფორმაციას ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის შეხვედრამდე, რომელიც კვირას, 28 დეკემბერს გაიმართება ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში.
Axios-ის ცნობით, ზელენსკი იმედოვნებს, რომ შეძლებს, შეარბილოს ვაშინგტონის პოზიცია დონბასიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანის საკითხში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფიქრობს ის, რეგიონის მომავალი უკრაინის საზოგადოებამ რეფერენდუმზე უნდა გადაწყვიტოს. აშშ-ის ადმინისტრაციამ რეფერენდუმის იდეა მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯად და სიგნალად მიიჩნია, რომ კიევი აღარ გამორიცხავს ტერიტორიულ დათმობებს.
The Financial Times-ის ცნობით, 27 დეკემბერს ევროპელ ლიდერებთან საუბრისას ზელენსკიმ გამოთქვა მზადყოფნა, გაიყვანოს უკრაინის ჯარები ფრონტის ხაზიდან, იმ პირობით, რომ რუსეთიც იმავეს გააკეთებს. კიევი დაჟინებით მოითხოვს დემილიტარიზებული ზონის შექმნას, ევროპული ჯარების განლაგებას უკრაინის ტერიტორიაზე და უკრაინის შეიარაღებული ძალების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემების სტაბილურ დაფინანსებას.
Financial Times-ის წყაროების ცნობით, ზელენსკი არ მოელის, რომ მოსკოვი მიიღებს კიევის მიერ შეთავაზებულ 20-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას და იმედოვნებს, რომ ამის შემდეგ აშშ „ყურადღებას გადაიტანს რუსეთზე ზეწოლაზე“.
ზელენსკიმ სამშვიდობო გეგმა 24 დეკემბერს წარმოადგინა და სხვა საკითხებთან ერთად ის მოიცავს თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას, პატიმრების სრულ გაცვლას, არჩევნებს და ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთობლივ მართვას აშშ-სა და ევროკავშირთან ერთად, რუსეთის მონაწილეობის გარეშე. ვაშინგტონი უშვებს მოსკოვის მონაწილეობას ატომური ელექტროსადგურის მართვაში და აშშ-ის, როგორც მისი მთავარი მენეჯერის როლს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა სამშვიდობო გეგმა რეფერენდუმზე გაიტანოს, თუ ცეცხლის შეწყვეტა მინიმუმ 60 დღე გაგრძელდება.
ზელენსკისა და ტრამპს შორის პირადი შეხვედრის შემდეგ იგეგმება ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბარი. აშშ-ის პრეზიდენტმა ადრე განაცხადა, რომ სამიტი „კარგად ჩაივლის“ და თქვა, რომ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შანსები მაღალია. მოსკოვმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კიევის ინიციატივა მნიშვნელოვნად განსხვავდება რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის განხილული მიდგომებისგან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან