Reuters – უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ დასავლელი ლიდერებისგან წერილობით პირობას ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში მშვიდობის სანაცვლოდ დასავლელი ლიდერებისგან წერილობით პირობას ითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი რუსულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის რუსული წყაროების ცნობით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს სურს, დასავლეთის მთავარმა ძალებმა წერილობითი პირობა დადონ, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდება, რაც უკრაინის, საქართველოს, მოლდოვისა და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ნატო-ში გაწევრიანებაზე ოფიციალურ უარს ნიშნავს.
“პუტინი მშვიდობის დასამყარებლად მზად არის, მაგრამ არა ნებისმიერ ფასად“, – განაცხადა ერთ-ერთმა რუსმა მაღალჩინოსანმა.
ამასთან, წყაროების განცხადებით, კრემლს სურს, რომ „ ნეიტრალური იყოს, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ნაწილი მოიხსნას, გაყინული რუსული აქტივების საკითხი მოგვარდეს და უკრაინაში რუსულენოვანი მოსახლეობა დაცული იყოს“.
„თუ პუტინი გააცნობიერებს, რომ საკუთარი პირობებით სამშვიდობო შეთანხმებას ვერ მიაღწევს, ის სამხედრო გამარჯვებებით შეეცდება უკრაინელებსა და ევროპელებს აჩვენოს, რომ ხვალინდელი მშვიდობა კიდევ უფრო მტკივნეული იქნება“, – აღნიშნა რუსმა მაღალჩინოსანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა