პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ეკვადორში დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ავტომობილს ქვები დაუშინეს, დაკავებულია 5 ადამიანი

Reuters - ეკვადორში დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ავტომობილს ქვები დაუშინეს, დაკავებულია 5 ადამიანი

ეკვადორში დემონსტრანტებმა პრეზიდენტის ავტომობილს ქვები დაუშინეს, დაკავებულია 5 ადამიანი, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, ქალაქ კუენკაში დემონსტრანტებმა, რომლებიც საწვავის სუბსიდიების გაუქმებას აპროტესტებდნენ, ეკვადორის პრეზიდენტის დანიელ ნობოას კორტეჟი ალყაში მოაქციეს და პრეზიდენტის ავტომობილს ქვები დაუშინეს.
ეკვადორის გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მინისტრმა ინეს მანსანომ განაცხადა, რომ ეს პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა იყო და ავტომობილზე ტყვიის კვალი აღმოაჩინეს.
სამართალდამცავებმა მომხდარის გამო ხუთი ადამიანი დააკავეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაკავებულებს ბრალს ტერორიზმისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.