Reuters – ევროკავშირი რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინისთვის 130 მილიარდ ევრომდე “სარეპარაციო სესხს” ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის გაყინული აქტივებიდან უკრაინისთვის 130 მილიარდ ევრომდე “სარეპარაციო სესხს” ამზადებს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Reuters-ი ევროპელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი უკრაინისთვის 130 მილიარდ ევრომდე ე.წ. “სარეპარაციო სესხს” ამზადებს, თუმცა დაფინანსების საბოლოო ოდენობა 2026-2027 წლებში უკრაინის საჭიროებების შეფასების შემდეგ იქნება დადგენილი, რომელსაც “მსოფლიო სავალუტო ფონდი” ჩაატარებს.
რუსული გაყინული აქტივებიდან უკრაინისთვის “სარეპარაციო სესხის” იდეა პირველად ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 10 სექტემბერს გააჟღერა.
სესხის მიზანია, უკრაინას თავდაცვის დაფინანსებაში დაეხმაროს და კიევს მისი დაბრუნება მხოლოდ მაშინ მოუწევს, როდესაც რუსეთი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში გადაიხდის რეპარაციებს. რისკების გარანტორები ევროკავშირის ქვეყნები და, შესაძლოა, “დიდი შვიდეულის” სხვა სახელმწიფოებიც იყვნენ.
ევროპაში მდებარე 210 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივებიდან უდიდესი ნაწილი ბელგიურ სადეპოზიტო Euroclear-ში ინახება. გამოცემის წყაროების თქმით, ამ აქტივებიდან 175 მილიარდი ევრო უკვე განაღდდა და ახალი სესხის ბაზისი შეიძლება გახდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს