პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - დონალდ ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა უკრაინაში კიევში ვიზიტი ინაუგურაციის შემდეგ დრომდე გადადო

Reuters - დონალდ ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა უკრაინაში კიევში ვიზიტი ინაუგურაციის შემდეგ დრომდე გადადო

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მომავალმა წარმომადგენელმა უკრაინაში, კიტ კელოგმა კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში დაგეგმილი მოგზაურობა ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პერიოდამდე გადადო, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი, რომელიც უკრაინასა და რუსეთში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უნდა გახდეს, კიევში ჩასვლას უკრაინელ ლიდერებთან შეხვედრას თავდაპირველად იანვრის დასაწყისში გეგმავდა.
Reuters-ს წყაროებმა განუცხადეს, რომ კელოგი უკრაინაში ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ გაემგზავრება, თუმცა თარიღი უცნობია. ასევე უცნობია, რა მიზეზით გადადო კიტ კელოგმა ვიზიტი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.