ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს, - ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, როგორც იურიდიული პირის წინააღმდეგ სანქციები, შესაძლოა, მიმდინარე კვირაში დააწესოს.
გამოცემის ინფორმაციით, აშშ-ის მიერ სანქციების დაწესება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქმიანობას საფრთხეს შეუქმნის.
ცნობისთვის, წელს აშშ-ის ადმინისტრაციამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლესა და პროკურორს სანქციები დაუწესა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.