ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამუშაო ჯგუფს აუქმებს, რომლის სამიზნეც რუსი ოლიგარქები იყვნენ

Reuters - დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამუშაო ჯგუფს აუქმებს, რომლის სამიზნეც რუსი ოლიგარქები იყვნენ

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აუქმებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა და ჩართული იყო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებასა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევაში.
ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, აშშ-ის გენერალური პროკურორის პემ ბონდის მემორანდუმში ნათქვამია, რომ Task Force KleptoCapture-ის მუშაობა აღარ გაგრძელდება, რაც იმ გეგმის ნაწილია, რომელიც დაფინანსების ნარკოკარტელებისა და საერთაშორისო ბანდების წინააღმდეგ საბრძოლველად გადამისამართებას ითვალისწინებს.
„ეს პოლიტიკა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას აზროვნებასა და მიდგომაში“, - წერს ბონდი დირექტივაში და დასძენს, რომ რესურსები, რომელიც ახლა სანქციების აღსრულებასა და ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევაზეა მიმართული, კარტელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ გადამისამართდება.
ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწყებული პროგრამა მიმართული იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მდიდარ თანამოაზრეებზე ფინანსური ზეწოლის განხორციელებასა და სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის დარღვევების ხელშემწყობი პირების დასჯისკენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.