Reuters - დანიის პარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა
დანიის პარლამენტმა პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ კანონპროექტი დანიის პარლამენტში ოთხმა მემარცხენე პარტიამ თებერვალში წარადგინა.
„ჩვენ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს აღიარება არ შეგვიძლია, მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ამისთვის აუცილებელი წინაპირობები არ არსებობს“, - განაცხადა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლარს ლოკე რასმუსენმა აპრილში, კანონპროექტის პირველად განხილვისას.
ცნობისთვის, დღეს, ესპანეთმა, ნორვეგიამ და ირლანდიამ პალესტინის სახელმწიფო ოფიციალურად აღიარეს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.