Reuters – “გაზპრომმა” თითქმის ყველა ევროპელი კლიენტი დაკარგა

“გაზპრომმა” თითქმის ყველა ევროპელი კლიენტი დაკარგა და უკრაინის გავლით ტრანზიტის შეწყვეტისთვის უკვე მოემზადა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Reuters -ი “გაზპრომში” გარკვეულ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს თანახმად, რუსული გაზის მონოპოლისტ “გაზპრომის” გეგმები იმ მოცემულობიდან გამომდინარეობს, რომ 2024 წლის 31 დეკემბრის შემდეგ უკრაინის გავლით ევროპაში გაზის ტრანზიტი აღარ განხორციელდება.
მიუხედავად იმისა, რომ კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას არ სურს შეთანხმების გახანგრძლივება, რომელსაც უკრაინისთვის სატრანზიტო მოსაკრებლების სახით წელიწადში 1 მილიარდ დოლარამდე მოაქვს, მოსკოვის სიგნალებს იძლევა, რომ მზად არის მოლაპარაკებებისთვის და უკრაინის ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტის გაგრძელების შესაძლებლობისთვის.
თუმცა აღნიშნულია, რომ რუსეთმა, რომელიც უკრაინაში ფართომასშტაბიან შეჭრამდე ევროპაში ბუნებრივი აირის უდიდესი იმპორტიორი იყო, ამ მომენტისთვის თითქმის ყველა ევროპელი კლიენტი დაკარგა. ეს რუსულ ენერგეტიკაზე დამოკიდებულების შემცირების ევროკავშირის ძალისხმევებსა და 2022 წელს “ჩრდილოეთის ნაკადის” გაზსადენის აფეთქებას მოყვა.
გამოცემის წყაროს თანახმად, მომავალი წლისთვის რუსეთის საბაზისო სცენარი უკრაინის გავლით გაზის ტრანზიტის სრულ არარსებობას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატი – ალეკო ელისაშვილის მიმართ არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, გამოძიებამ ეს ყველაფერი გადადო გვერდით, მხოლოდ სიტყვა „არაკაცი“ ამოწია, ამოჭრა ამ საქმიდან და მის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრა – ეს შერჩევითი სამართალია

შალვა კერესელიძე გახარიას პარტიის კანონპროექტის კენჭისყრაზე – „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა თავის მართლების პოზიციაში თვითონ ჩაიყენეს თავი და ეძებენ მიზეზებს – ტექნიკურ შეცდომას ნუ დავაბრალებთ, ეს მიზანმიმართული გადაწყვეტილებაა და თუ ასე არ არის, ჩავატაროთ კენჭისყრა თავიდან

კობახიძე გახარიას პარტიის აკრძალვის მოთხოვნაზე – მართალია, ისინი შემოვიდნენ პარლამენტში, თუმცა დღემდე არ აღიარებ კონსტიტუციურ წყობილებას, ხელისუფლების ლეგიტიმაციას – ასეთ პირობებში, არაფრით განსხვავდებიან სხვების საქმიანობის სულისკვეთებისგან