არქივი12 მარტი, 2025, 10:28
Reuters - აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტი მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში ფედერალური მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს მხარი 217-მა კონგრესმენმა დაუჭირა, ხოლო 213-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
კანონპროექტი აშშ-ის მთავრობის დაფინანსებას 2025 წლის 30 სექტემბრამდე ითვალისწინებს.
მთავრობის დაფინანსების კანონპროექტს, პარასკევამდე, ე.წ. შათდაუნის თავიდან ასაცილებლად, აშშ-ის სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი, ხოლო შემდეგ მას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.