ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters – აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ გამოაცხადა

Reuters – აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ გამოაცხადა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების უმეტესობა უკანონოდ გამოაცხადა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გლობალური ტარიფების დაწესებით „თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა“.
ვაშინგტონის ფედერალური სააპელაციო სასამართლოს დადგენილება დონალდ ტრამპის მიერ თებერვალში ჩინეთის, კანადისა და მექსიკის წინააღმდეგ დაწესებულ ტარიფებს და აპრილში დაწესებულ გლობალურ „საპასუხო“ ტარიფებს ეხება.
გადაწყვეტილებას მხარი სააპელაციო სასამართლოს 7-მა მოსამართლემ დაუჭირა, ხოლო 4-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე დაწესებულ ტარიფებს არ ეხება.
სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ტარიფები ძალაში 14 ოქტომბრამდე დარჩება, რათა ამ დროის განმავლობაში დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ აშშ-ის უზენაეს სასამართლოში აპელაცია შეძლოს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.