არქივი5 თებერვალი, 2026, 15:17
Reuters - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მილანში ჩავიდა, სადაც ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მილანში ჩავიდა, სადაც ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას დაესწრება, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი მილანში 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის წინ ოჯახთან ერთად ჩავიდა.
ზამთრის ოლიმპიადის გახსნის ხვალინდელ ცერემონიაზე აშშ-ის დელეგაციას სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიოც შეუერთდება.
გამოცემა Associated Press-ის ცნობით, იტალიის შემდეგ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი აზერბაიჯანსა და სომხეთს დიპლომატიური ვიზიტით ეწვევა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.