Reuters – აშშ ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციებს ხსნის

აშშ ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებულ სანქციებს ხსნის, – ინფორმაციას Reuters-ი ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტაზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
აშშ-ის მიერ ბელარუსულ კალიუმზე (პოტაში) დაწესებული სანქციების მოხსნის შესახებ დონალდ ტრამპის წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა მინსკში, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრისას გამოაცხადა.
„პრეზიდენტ ტრამპის ბრძანების შესაბამისად, აშშ კალიუმზე სანქციებს ხსნის. ვფიქრობ, ეს ბელორუსისთვის აშშ-ს მხრიდან გადადგმული ძალიან კარგი ნაბიჯია. ჩვენ ახლა მათ ვაუქმებთ. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში კიდევ უფრო მეტი სანქცია მოიხსნება“, – განაცხადა კოულმა.
ასევე, კოულის თქმით, ლუკაშენკოსთან უკრაინასა და რუსეთს შორის ომის და ვენესუელის საკითხიც განიხილა.
„ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. მომავალზე ვისაუბრეთ. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ გავაგრძელოთ სვლა აშშ-სა და ბელარუსს შორის ურთიერთობების ნორმალიზების გზაზე. ეს ჩვენს მიზანს წარმოადგენს“, – აღნიშნა კოულმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი რუხაძე – მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ში რომ გაქანდა, რა უნდა, რას მიდის, ვერ გავიგე? ამ „დიფ სთეითში“ რას მიძვრება? – ხვალ საუდის არაბეთში დაუძახებენ და წავა, რაღაცას დაესწრება, ამას არანაირი ლოგიკა არ ახლავს, უბრალოდ თავის გადარჩენის მცდელობაა