ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო დამასკოში სირიის ახალ მმართველებს შეხვდებიან

Reuters - ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო დამასკოში სირიის ახალ მმართველებს შეხვდებიან

გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ანალენა ბერბოკი და ჟან-ნოელ ბარო ევროკავშირის სახელით სირიას ეწვივნენ და სირიის დე ფაქტო ახალ ლიდერს, აჰმედ ალ-შარას შეხვდებიან, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მინისტრები, რომლებიც დამასკოში დღეს დილით ცალ-ცალკე ჩავიდნენ, ასევე შეხვდებიან სირიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სირიის ყველაზე ცნობილ ციხეს, სედნაიას კომპლექს მოინახულებენ.
„ჩემი დღევანდელი მოგზაურობა - ჩემს ფრანგ კოლეგასთან ერთად და ევროკავშირის სახელით - არის ნათელი სიგნალი სირიელებისთვის: შესაძლებელია ახალი პოლიტიკური დასაწყისი ევროპასა და სირიას შორის, გერმანიასა და სირიას შორის“, - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამასკოში გამგზავრებამდე.
გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირის პირველი მინისტრები არიან, რომლებიც სირიას ეწვივნენ მას შემდეგ, რაც 8 დეკემბერს ამბოხებულებმა დამასკო აიღეს და პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი აიძულეს, ქვეყანა დაეტოვებინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.