ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

Reuters - აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ირანის შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა, - ამის შესახებ Reuters-ს ირანელმა მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომელიც სააგენტოს ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.
მისი თქმით, რაც შეეხება აშშ-ის მოთხოვნებს და მუქარას იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით პირდაპირ მოლაპარაკებებზე უარს იტყვის, დაიბომბება, ირანი მეზობელ ქვეყნებს, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განთავსებული, ჩართვის შემთხვევაში მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს.
Reuters-ის წყაროს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ირანმა უარყო აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნა პირდაპირი მოლაპარაკებების შესახებ, მას სურს გააგრძელოს არაპირდაპირი მოლაპარაკებები ომანის მეშვეობით.
„არაპირდაპირი მოლაპარაკებები გვთავაზობს შანსს შევაფასოთ ვაშინგტონის სერიოზულობა ირანთან პოლიტიკური გადაწყვეტის შესახებ“, - განაცხადა ოფიციალურმა პირმა.
მისივე თქმით, ირანმა შეტყობინებები გაუგზავნა ერაყს, ქუვეითს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, თურქეთსა და ბაჰრეინს, რომ ირანზე აშშ-ის თავდასხმაში ნებისმიერი მხარდაჭერა, მათ შორის ამერიკელი სამხედროების მიერ თავდასხმისას მათი საჰაერო სივრცის ან ტერიტორიის გამოყენება, მტრულ აქტად ჩაითვლება.
„ასეთ ქმედებას მათთვის მძიმე შედეგები მოჰყვება", - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.