ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ავსტრალიის ფედერალურ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ იმარჯვებს

Reuters - ავსტრალიის ფედერალურ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ იმარჯვებს

ავსტრალიის ფედერალურ არჩევნებში მმართველი „ლეიბორისტული პარტია“ იმარჯვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
ავსტრალიის სამაუწყებლო კორპორაციის, ABC-ის პროგნოზით, ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ, ენტონი ალბანეზის მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული „ლეიბორისტული პარტია“ გაიმარჯვებს.
ამასთან, ABC-ის ცნობით, ოპოზიციური კონსერვატიული „ლიბერალურ-ნაციონალური კოალიციის“ ლიდერმა, პიტერ დატონმა საკუთარი მანდატი დაკარგა.
ავსტრალიის საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ლეიბორისტულ პარტიას“ ხმების 55.94% აქვს, ხოლო „ლიბერალურ-ნაციონალურ კოალიციას“ 44%.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.