ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Reuters - ჯოზეფ ბორელი ევროკავშირს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთავაზობს

Reuters - ჯოზეფ ბორელი ევროკავშირს ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერებას სთავაზობს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი ბლოკს სთავაზობს, შეაჩეროს პოლიტიკური დიალოგი ისრაელთან, რის მიზეზადაც ღაზაში მიმდინარე ომში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევას ასახელებს,- ინფორმაციას Reuters-ი ოთხ დიპლომატსა და სააგენტოს მიერ ნანახ წერილის შინაარსზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისადმი გაგზავნილ წერილში ბორელი წერს, რომ სერიოზული შეშფოთება არსებობს ღაზაში საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაძლო დარღვევის შესახებ და რომ ეს შეშფოთება, ჯერჯერობით, ისრაელის მიერ საკმარისად არ არის განხილული.
„ზემოხსენებული მოსაზრებებიდან გამომდინარე, წარვადგენ წინადადებას, რომ ევროკავშირმა გამოიყენოს ადამიანის უფლებათა პუნქტი ისრაელთან პოლიტიკური დიალოგის შეჩერების მიზნით“, - წერს ბორელი.
Reuters-ი განმარტავს, რომ შეჩერებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობა დასჭირდება, რაც სააგენტოს წყაროების თქმით, ძალიან ნაკლებად სავარაუდოა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.