არქივი6 აპრილი, 2024, 12:12
Renault საფრანგეთში ახალი თაობის ელექტრო ფურგონების წარმოებას გეგმავს
Renault საფრანგეთში, სანდუვილის Flexis ქარხანაში 2026 წლიდან ახალი თაობის ელექტრო ფურგონების წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი.
პროექტში ინვესტიციები სავარაუდოდ 300 მილიონ ევროს მიაღწევს. მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ის 550 სამუშაო ადგილს შექმნის. სანდუვილის ქარხანა უკვე აწარმოებს Renault Trafic-ის ფურგონებს.
Flexis არის Renault-ს, შვედურ სატვირთო მწარმოებელ Volvo-სა და ფრანგული ლოგისტიკური ოპერატორის CMA CGM-ის ერთობლივი საწარმო.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.