ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
არქი რუსთავი (Archi Rustavi) — არქის საცხოვრებელი პროექტი; მდებარეობა: რუსთავი, გიორგი ლეონიძის ქ. N38; რუსთავი. შენდება. დეველოპერი ფასს საიტზე არ აქვეყნებს. ბინები: 28–138,9 მ², 1–6 ოთახი. თავისუფალია 235 ბინა 586-დან.

თავისუფალი ბინები ოთახების მიხედვით

დეველოპერი ბინების ფასს საიტზე არ აქვეყნებს. სართული, გეგმა და ფასი: დეველოპერის საიტზე.

პროექტის შესახებ

არქის ახალი, თანამედროვე საცხოვრებელი კომპლექსი არქი რუსთავი თავისი მრავალფეროვნებით, დახვეწილი ექსტერიერით რუსთავში ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და ქალაქში ახალ სიცოცხლეს შეიტანს. კომპლექსი მდებარეობს ლეონიძისა და ჩერკასკის ქუჩების კვეთაზე, კეთილმოწყობილ „ლეონიძის სკვერთან“. არქი რუსთავიდან რამდენიმე წუთის სავალზეა ყველაზე მოთხოვნადი და საჭირო ობიექტები: რუსთავის ცენტრალური პარკი, სუპერმარკეტები, სავაჭრო ცენტრი „რუსთავი მოლი“, ორი საჯარო სკოლა, საცურაო აუზი, სტამბულის ბაზარი. კომპლექსიდან გადაადგილება მარტივია, როგორც ქალაქში, ისე თბილისის მიმართულებით. არქი რუსთავი 8 საცხოვრებელ სახლს გააერთიანებს, რომელთა ცენტრში კეთილმოწყობილი სივრცე განთავსდება სპორტული და საბავშვო მოედნებით. ასევე, კომპლექსი მოიცავს 10 000 კვ.მ. გამწვანებულ ეზოს, საბავშვო ბაღს, ღია და დახურულ ავტოსადგომს. არქი რუსთავი უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შენდება. ერთ-ერთი გამორჩეულია ენერგოეფექტური, გერმანული Ytong-ის სამშენებლო ბლოკი, რომელიც შენობაში ტემპერატურას ნებისმიერ სეზონზე ინარჩუნებს, 40%-ით ზოგავს ენერგიას, რაც კომუნალურ ხარჯებს საგრძნობლად ამცირებს. თანამედროვე კომპლექსი მშვიდ, მყუდრო ქალაქში კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობაა.

აღწერა დეველოპერის საიტიდანაა.

არქი

არქი ისტორიას 2006 წლიდან ითვლის. კომპანიის უმთავრესი საქმიანობა სამშენებლო და დეველოპერული პროექტებია.

არქის ყველა პროექტი (25)

მდებარეობა

ნარინჯისფერი — ეს პროექტი, ლურჯი — მსგავსი პროექტები ახლოს. OpenStreetMap-ზე გახსნა

წყარო: დეველოპერების ოფიციალური საიტები — პროექტები, ფასები, აღწერები და რენდერები ისეა, როგორც დეველოპერი აქვეყნებს; მოწმდება დღეში ერთხელ. ფასები „-დან“ საწყისია; საბოლოო ფასი, ხელშეკრულება და ნებართვები გადაამოწმე დეველოპერთან. ლარში გადაყვანილია ეროვნული ბანკის კურსით (1$ = 2.5959 ₾, 2026-10-30). სურათები © შესაბამისი დეველოპერი.